ჩვენთან შეგიძლიათ ონლაინ-რეჟიმში შეიძინოთ და გაგზავნოთ: თაიგულები, ქოთნის მცენარეები, აქსესუარები (ქოთანი, სადგამები, მცენარეთა მოვლის საშუალებები და სხვა დეკორატიული საგნები). ადგილზე მიტანის სამსახური მუშაობს ყოველდღე, შეკვეთის შესრულება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ადგილზე მიტანას ვახორციელებთ ყველა იმ დასახლებულ პუნქტში რომელიც მითითებულია ველში “ადგილზე მიტანის მდებარეობა”. სამუშაო დღის განმავლობაში შემოსული შეკვეთა მზად იქნება მოთხოვნიდან 2 საათში. ქალაქ თბილისში მიტანა განხორციელდება შეკვეთის მიღებიდან 3 სათში, ხოლო სხვა დასახლებულ პუნქტებში შეკვეთის დანიშნულების ადგილზე მიტანა შესრულდება დამზადების პერიოდს 2 სთ, დამატებული ტრანსპორტირებისათვის საჭირო დრო. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 2381099 მიტანის სერვისით სარგებლობისთვის გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ “შეკვეთის ფორმა”. მიუთითეთ ზუსტი მისამართი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ კომპანიაა მისამართთან ერთად მიუთითეთ ორგანიზაციის დასახელება და ტელეფონის ნომერი) გაფრთხილებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არასწორად მიუთითეთ მიმღების მისამართი და მიტანა ვერ განხორციელდა, შეკვეთა ითვლება შესრულებულად, თქვენი შენაძენი შეინახება ყვავილების სალონში 24 საათის განმავლობაში (სამუშაო საათებში) და შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მოიკითხონ. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით სასურველია მიუთითოთ მიმღების ტელეფონის ნომერი, კომპანია დაუკავშირდება მას და შეათანხმებს ადგილზე მიტანის პირობებს. შეგიძლიათ არ მიუთითოთ მიმღების ტელეფონის ნომერი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თაიგულის მიტანის დროს მიმღები აუცილებლად იქნება მითითებულ მისამართზე. თუ მიმღები არ დაგვხვდება მისამართზე, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შეკვეთა დავუტოვოთ მესამე პირს (ოჯახის წევრს, მეზობელს ან კოლეგებს), ამ შემთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულათ. თუ შეკვეთილი საჩუქრის გადაცემა ვერ მოხერხდა მესამე პირისათვის, თქვენი შენაძენი შეინახება ყვავილების სალონში 24 საათის განმავლობაში და შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მოიკითხონ.